ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, იმისთვის, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო ბარიერი 5-დან 2%-მდე უნდა დაწიოს. ამავდროულად, დღეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი მოსაზრებებიც გაავრცელეს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ბარიერის დაწევის შემთხვევაშიც, შემდეგი მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული ვერ იქნება, რადგანაც, როგორც „ოცნებაში“ ამბობენ, პატარა ოპოზიციური პარტიები მაინც ე.წოდებულ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ. კიდევ რას ამბობენ დეპუტატები, ამას ჩვენი ჟურნალისტი, მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.