„ქართული ოცნება“ და ოპოზიცია 9 რეკომენდაციის შესრულების გზებს კვლავ განსხვავებულად ხედავენ. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ „ქართული ოცნების" პირობებში ვერც ერთი რეკომენდაცია სრულყოფილად ვერ შესრულდება, რადგან მმართველი გუნდის მიზანი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საბოტაჟის გამოცხადდებაა. სამთავრობო გუნდში კი განსხვავებული პოზიცია აქვთ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიციასთან ერთად თუ მათ გარეშე რეკომენდაციების შესრულებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.