ე.წოდებული პიჯაკების საქმეზე დღევანდელი სასამართლო პროცესი დასრულდა, ამ წუთებში კი 7-ი ნოემბრის საქმეზე მორიგი პროცესი უნდა დაიწყოს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, რომ ერთი ხელის მოწერით საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქტიური ქმედებებისთვის არც გამბედაობა აკლია და დიდი საერთაშორისო მხარდაჭერაც გააჩნია.