მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აქციის მონაწილეებთან მივიდა. მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მას კონკრეტული მოთხოვნები გააცნო. მომიტინგეები ითხოვენ, რომ იმის საშუალება მიეცეთ, რომ სამინისტროს ეზოში შევიდნენ და პროტესტი სწორედ იქ გააგრეძელონ. ამავდროულად, უწყების წარმომადგენელმა აქციის ორგანიზატორებს ჰკითხა, სურთ თუ არა სამინისტროში შეხვედრის ჩანიშვნა, რაზეც ვარლამ გოლეთიანმა დადებითი პასუხი გასცა.