არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანელმა, ხავიერ მილეიმ გაიმარჯვა. წინასწარი შედეგებით, მან ხმების დაახლოებით 56%-ი მოიპოვა. მისმა კონკურენტმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, სერხიო მასამ, რომელიც მმართველი კოალიციის კანდიდატი იყო, ხმათა 44% დააგროვა. მედიის ინფორმაციით, არჩევნები არგენტინაში ქვეყნისთვის რთულ დროს, მზარდი ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჩატარდა. მილეიმ ჩინეთი და ბრაზილია გააკრიტიკა. მანვე აღნიშნა, რომ არ ექნება საქმე „კომუნისტებთან“ და აშშ-თან უფრო მყარ კავშირებს დაამყარებს. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ კი შედეგების გამოცხადების შემდეგ მილეის წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ დემოკრატიის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია.