ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წინასწარი გამოძიებით, 19-ი ნოემბრის მდგომარეობით, ისრაელისა და „ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა. ორგანიზაციის განცხადებით, ყველაზე მეტი მსხვერპლი 7 ოქტომბერსა და 18 ნოემბერს დაფიქსირდა. 48 დაღუპული ჟურნალისტისგან 43 პალესტინელია, 4 ისრაელელი, 1 კი ლიბანელი. გარდა ამისა, დაშავებულია 9 ჟურნალისტი, დაკარგულია 3, ხოლო 13 კი - დაკავებულია. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ ისინი ასევე სხვა ჟურნალისტების მოკვლის, გაუჩინარების, დაკავების ან დაშავების, მედიის ოფისებისა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ უამრავ დაუდასტურებელ ცნობას იძიებენ.