ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის კიდევ 100-ზე მეტ მოქალაქესა და 37 კომპანიას სანქციები დაუწესა. განკარგულება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გამოსცა. სანქციების სიაში მოხვდა დიმიტრი საბლინის, დიმიტრი სვიატაშის და პუტინის რეჟიმთან დაახლოებული სხვა პირების სახელები. ამასთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების კიდევ ერთ დანართში, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა, შესულია კიდევ 40-მდე იურიდიული პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში. სანქციები დაწესებულია, 5 და 10 წლით.