თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებში სარჩელს შეიტანს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. იმავე გამოსვლაში ერდოღანმა, რომელიც სამი წლის განმავლობაში პირველი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა, განაცხადა, რომ ანკარა ეცდება გაათავისუფლოს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლები, თუ ბერლინი გადადგამს ნაბიჯს ისრაელის ხელში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად.