პარლამენტის ბიუროს, 20 ნოემბრის სხდომაზე, მთავრობის ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, ახალგაზრდობის მიმართულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ბრუნდება. პროექტის თანახმად, ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები განათლების და მეცნიერებისა სამინისტროს გადაეცემა და აღნიშნული უწყება ჩაითვლება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.