ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ისრაელი აგრძელებს ალ-შიფას საავადმყოფოს მიწისქვეშ ტერორისტული ინფრასტრუქტურის ძებნას. მისივე ცნობით, ისრაელის ძალებმა დღეს ახალი ასეთი ადგილი აღმოაჩინეს. როგორც ჰაგარი ამბობს ისრაელმა ლიბანში ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას სამხედრო ობიექტებიც დაბომბა. პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ჰუმანიტარული პაუზები ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში დღესაც გაგრძელდება, რათა პალესტინელებმა სამხრეთით ევაკუაცია შეძლონ.