სალომე ზურაბიშვილი მორიგ ინტერვიუში ფრანგულ მედიასაშუალებასთან სანქციების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის დასავლეთიდან არავის უთხოვია, ეროვნულ დონეზე შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენმა ქვეყანამ ეს მაინც გააკეთა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი თავს ჯერ საქართველოს დაესხა, შემდეგ კი – უკრაინას. პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მარცხდება და ეს უკრაინის წინააღმდეგობის და სიძლიერის შედეგია.