ისრაელ-ჰამასის ომი გრძელდება. როიტერსის ცნობით, ღაზის სექტორში, ქალაქ ხან-იუნისზე საჰაერო თავდასხმისას დაუღუპა 26 პალესტინელი, მათ შორის, უმეტესად ბავშვები. ისრაელის თავდაცვის ძალებს მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. მიმდინარე კვირაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღამით, ხან-იუნისში საინფორმაციო ფურცლები გადმოყარეს და გააფრთხილეს ქალაქის მოსახლეობა, დაეტოვებინათ სახლები და წასულიყვნენ თავშესაფრებში.