საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმინეს. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა საქართველოს საზღვარზე პასპორტები არა ჰოლოგრამებით,არამედ ჩიპებით შემოწმდება, მისი თქმით, ეს არის ქვეყნის მორიგი წარმატება დოკუმენტების უსაფრთხოების ნაწილში, რაც ვიზალიბერალიზაციის აუცილებელი პირობაა. იუსტიციის მინისტრის მოხსენებას მმართველი გუნდის ოპონენტები აფასებენ და ბრეგაძეს ქართული ონების აქტივისტს უწოდებენ. მათი თქმით, ხელისუფლება იყენებს ყველანაირ მეთოდს, რათა მოისყიდონ 2024 წლის არჩევნები, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, ლამინირებული პირადობის მოწმობის საკითხი ისევ მოუგვარებელი აქვთ.