საქართველოს პრეზიდენტის ხმაურიან ინტერვიუს, სადაც მან ქვეყნის ყოფილ პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ფრანგულ მედიასთან ოლიგარქი უწოდა, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან. ზურაბიშვილს განცხადების ტონი მოუწონა ოპოზიციამ. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქვა და ქვეყანაში არსებული ვითარების აღქმა უფრო მარტივი გახადა. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ფრანგული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ ქ ართული ოცნების წარმომადგენლები ზურაბიშვილს ურჩევს თანამდებობიდან გადადგეს. ოცნების წევრების აზრით, ზურაბიშვილმა ყველა წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა, ამიტომ მას ლეგიტიმაცია ხალხისგან აღარ აქვს.