ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტსა და გზავნილებს პოლიტიკოსები განსხვავებულად აფასებენ. ოპოზიცია ამბობს რომ ქართულმა ოცნებამ დასავლელი პარტნიორებისგან მწვავე კრიტიკა მიიღო, რასაც თავად მმართველი გუნდში უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ვენეციის კომისიის წარმომაგენლებთან მათ საქმიანი დიალოგი ჰქონდათ. სახელისუფლებო გუნდი ნაკისრი ვალდებულებებისა და ახალი დათქმების შესრულების წარმატებით მუშაობაზე საუბრობს.