საქართველოში ვენეციის კომისიის დელეგაციის ოფიციალური შეხვედრები დასრულდა. დელეგაციის წევრები პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.ევროსაბჭოს გავლენიანი ინსტიტუტის წარმომადგენლებს, საქართველოში რამდენიმე საკითხი აინტერესებთ, მათ შორის, საარჩევნო კოდექსი, ანტიკორუფციული ბიურო და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმა.