უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, დაჭრილია 9. ქართული ლეგიონის მებრძოლები, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს დაიღუპნენ. დაჭრილებიდან სამი მებრძოლის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-მდე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.