საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ ამჯერად კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. პეტიციაზე ხელმოწერით, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას უერთდებიან. ამ ღონისძიების შესახებ უფრო ვრცლად ცარო კირვალიძე ისაუბრებს.