ევროკომისიის მხრიდან წაყენებული დამატებითი 9 რეკომენდაციის შესასრულებლად ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლბასთან ერთობლივად მუშაობაზე თანახმაა. თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი მათი ოპონენტების მოსაზრებებს არ გაიზიარებს, შესაბამისად, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღებას აზრი არ ექნება. თავის მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ოპოზიციის ჩართულობას მიესალმებიან, თუმცა აქვე არ გამორიცხავენ, რომ ოპონენმტებმა დესტრუქციული ქმედებები გააგრძელონ.