გაერთიანდებიან თუ არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პატარა პოლიტიკური პარტიები- მმართველი გუნდის გაცხადებული პოზიციის შემდეგ, რომ ისინი 5 პროცენტიან საარჩევნო ბარიერს არ დაწევენ, ოპოზიციაში გაჟღერდა მოსაზრება რომ ამ შემთხვევაში წინასაარჩევნოდ პატარა ოპოზიციური პარტიები უნდა გაერთიანდნენ. ამის პარალელურად ხელისფულების ოპონენტების ნაწილი კვლავ აქტიურად მოითხოვს საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას. უნდა აღინიშნოს ისიც რომ მმართველმა გუნდმა გუშინ ფრიდონ ინჯიას ინიციატივა პირველი მოსმენით მიიღო რომელიც გულისხმობს, მონაწილეობა არჩევნებში იმ ადამიანებმაც მიიღინ, ვისაც ძველი ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობები აქვთ.