დმანისში 18 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 15 ნოემბერს, დმანისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2005 წელს დაბადებულ ახალგაზრდას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.