ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მთებში, მაშველები საგზაო სამუშაოებზე დასაქმებული 40-ი მუშის გადარჩენას ცდილობენ. მუშები უკვე სამ დღეზე მეტია, რაც ჩამონგრეულ გვირაბში არიან ჩარჩენილი. ისინი უვნებლები არიან და მაშველებს მათთან კომუნიკაცია შეუძლიათ. მათ მილის საშუალებით საკვებს, წყალსა და ჟანგბადსაც აწვდიან, თუმცა დიდი ლოდები სამაშველო სამუშაოებს აფერხებს. ადგილბრივი ხელისუფლების ცნობით, შვეულმფრენის დახმარებით, ადგილზე საბურღი ტექნიკა უნდა მიიტანონ. შეგახსენებთ, რომ 4-კილომეტრიანი მშენებარე გვირაბი კვირას ჩამოიშალა. შემთხვევის დროს გვირაბში 60-ი ადამიანი იმყოფებოდა. გვირაბის გასასვლელთან მყოფმა მუშებმა თავის დაღწევა შეძლეს, თუმცა გვირაბის სიღრმეში 40-მა ადამიანმა გამოსვლა ვეღარ შეძლო.