საფრანგეთის სასამართლომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. შეგახსენებთ, რომ ასადი 2013 წელს ქიმიური იარაღის გამოყენებაშია ბრალდებული. ასადს ასევე ბრალად 2013 წლის აგვისტოში დამასკოს მახლობლად განხორციელებული სამხედრო დანაშაულებიც ედება, რა დროსაც 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთმა დაკავების საერთაშორისო ორდერი სირიის პრეზიდენტის ძმის, მაჰერ ასადის მიმართაც გასცა, რომელიც ამ დრომდე სირიის ელიტურ სამხედრო ნაწილს ხელმძღვანელობს.