თურქეთის პრეზიდენტი მორიგ მწვავე განცხადებას ავრცელებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა, „ჰამასი“ კი წინააღმდეგობის დაჯგუფებაა. მანვე აღნიშნა, რომ ისრაელი ღაზას სექტორის სრული განადგურების სტრატეგიას მიჰყვება. ერდოღანმა თანაპარტიელების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები საერთაშორისო სასამართლოში გასამართლდნენ. ერდოღანის განცხადებას ისრაელის ოპოზიციის ლიდერი, იაირ ლაპიდი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელი მორალის გაკვეთილებს ერდოღანის მსგავსი ადამიანისგან არ მიიღებს.