ისრაელისა და ჰამასის ომი გრძელდება. როიტერსის ინფორმაციით, კატარის შუამავლები „ჰამასსა“ და ისრაელს შორის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, 3-დღიანი პაუზის სანაცვლოდ, ღაზადან 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლებას ითვალსწინებს. ამავდროულად, „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს არ წყვეტს. ისრაელი კი ღაზაზე სარაკეტო დარტყმებს აგრძელებს და სახმელეთო ოპერაციას აძლიერებს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ნაწილში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია აქტიურ ფაზაშია. ოპერაციის დროს კი საავადმყოფოში სამედიცინო მარაგიც მიიტანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ მთავარი მიზანია ზიანი არ მიადგეთ იმ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომელთაც „ჰამასი“ ცოცხალ ფარად იყენებს. „ჰამასში“ კი უარყოფს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს სამხედრო ოპერაციებისთვის იყენებენ. ტერორისტულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმაში დამნაშავეები ისრაელი და აშშ-ი არიან.