საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი, რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განმარტავს, თუ რატომ მოხვდა სანქცირებულთა სიაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. „ქართულ ოცნებაში“ რობინ დანიგანის გზავნილს ეხმაურებიან - მათი თქმით, დასანქცირების შესახებ სტრატეგიული პარტნიორებისგან მეტი კონკრეტიკა არის საჭირო. ისინი ასევე აცხადებენ, რომ აუცილებელია მიმდინარე გამოძიების დასრულება. ამავდროულად, ხელისუფლების ოპონენტებს კი გამოძიების იმედი არ აქვთ, ოპოზიციაში ამერიკის ელჩის აღნიშნულ განცხადებასა ერთგვარ მინიშნებად მოიაზრებენ. ამ თემაზე უფრო მეტს, მარიამ მულაძის სიუჟეტში გაიგებთ.