ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, დეპუტატებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. მინისტრის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე მნიშვნელოვანი წვლილი ტურიზმის სწრაფმა აღდგენამ და განვითარებამ გამოიწვია. ხუციშვილის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა მინისტრს კონკრეტული პროექტების დაფინანსებაზეც მიმართეს. მათი განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში, საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის დაფინანსება არ არის ასახული. კიდევ რას ითვალისწინებს 2024 წლის ბიუჯეტი და რა პროექტებზე იმუშავებს მომავალ წელს „ქართული ოცნება“, ამას ლუკა ცხვედიანის სიუჟეტში გაიგებთ.