საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის პირველი შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა, სადაც ღონისძიების მონაწილეებმა ფონდის მიერ ადრეული განათლების მიმართულებით ჩატარებული კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდი ადრეული განათლების საფეხურზე კომპლექსურ სამუშაოებს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ინოვაციის, ინკლუზიური განათლებისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში ახორციელებს. შემაჯამებელ კონფერენციაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითმა ფონდმა განხორციელებული აქტივობებიც წარმოადგინა.