რა მოლოდინები არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. პარტნიორი ქვეყანა აცხადებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს, რისთვისაც შტატები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს. შტატები ასევე მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და მოუწოდებს კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის გამოიყენონ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოცემა Europe Time-ს განუცხადა.ირკვევა, რომ აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.