პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, უპასუხა, რომ ეს მისი შინაგანი რწმენით ისტორიული შედეგი იქნებოდა, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუმცა პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს რეალისტური არ იქნებოდა. ამ განცხადებას ხელისუფლება ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს უწოდებს და განმარტავს რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს, როგორ პასუხობს სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ განცხადებებს სალომე ჯაფარიძის სიუჟეტიდან გაიგებთ.