თავდაცვის კოდექსის პროექტის შემუშავებაში აქტიური ჩართულობისა და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელები გადაეცათ. ღონისძიებაზე სამინისტროს თანამშრომლებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიმართა და მათ თავდაცვის კოდექსის პროექტის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.