ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებთან მომავალი წლების სტრატეგიის შესახებ კონსულტაციები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ავრცელებს. შეხვედრების სერიიდან პირველი ბერლინში შედგა და მას გერმანიის კანცლერი, ავსტრიის კანცლერი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ლიეტუვის პრეზიდენტი და სხვა ლიდერები ესწრებოდნენ. ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, სტრატეგიული კონსულტაციების ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 14 ნოემბერს, კოპენჰაგენში, 16 ნოემბერს კი ზაგრებში შედგება.