მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში? ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მმართველ გუნდთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს. ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დაპირისპირება უნდა შეწყვიტონ და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდნენ. სამთავრობო გუნდში კი განმარტავენ, რომ ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანების მცდელობის მიუხედავად, ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, რაც ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების დამსახურებაა.