ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტებმა მუშაობა დაასრულეს. დეპუტატებმა იმ ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზეა საუბარი.დეპუტატების აზრით, აუცილებელია არსებობდეს ერთიანი თავდაცვის პოლიტიკა, რადგან რუსეთი რეგიონში ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.