ლაითურში პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა, რომელიც 700 მსჯავრდებულზეა გათვლილი. პენიტენციური დაწესებულება, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. დაწესებულებაში, ასევე, გაიხსნა იუსტიციის სახლი, რომელიც მსჯავრდებულებისა და თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.