საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ექვემდებარებოდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.