საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს, კლაუდია არპას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე. ყურადღება გამახვილდა 2024 წლის არჩევნების წარმატებით ჩატარებაზე. თავმჯდომარემ, ასევე, მიმოიხილა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით.