BBC-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა შინაგან საქმეთა მინისტრი, სუელა ბრავერმანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ჯერჯერობით, უცნობია, რას უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლება. ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნულ პოსტზე ყოფნა მისთვის დიდი პატივი იყო, თუმცა თანამდებობის დატოვების შესახებ დამატბით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. ბრავერმანმა ორი დღის წინ, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ლონდონის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აგრესიულ მემარჯვენე მომიტინგეებს სამართლიანად შეხვდნენ მკაცრი პასუხით, ხოლო პალესტინის მომხრეები, ძირითადად, უგულებელყოფილნი იყვნენ. სუელა ბრავერმანი შინაგან საქმეთა მინისტრად 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა.