საქართველოს ეროვნული ნაკრები 2023 წელს გასამართი ბოლო ორი შეხვედრისთვის მზადებას შეუდგა. ეროვნული გუნდი 16 ნომებერს დინამო არენაზე შოტლანდიის ნაკრებს უმაპსინძლებს, ხოლო 19 ნომებერს გასვლაზე ჯგუფის ლიდერს ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. შეკრების დაწყების წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ძირითადი აქცენტი ეროვნულ გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელებზე, დარჩენილ ორ შეხვედრაზე და მარტის ერთა ლიგის პლეიოფის შეხვედრებზე გააკეთა.