14 ნოემბრიდან, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება. თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ. განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, ხვალიდან დაიწყება და 2024 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.