„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტიის კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს. მათი თქმით მიზეზად დოკუმენტში მითითებულია, რომ ბენ მალეტი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს „არ აკმაყოფილებს“. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი.