დეპუტატები განაგრძობენ იმ კანონპროექტზე მსჯელობას, რომელიც თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტისთვის ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობის გამო ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაციები მოქალაქეებს დედაქალაქში გადაადგილებას გაუმარტივებს. კანონპროექტს დღეს 2 კომიტეტზე განიხილავენ.