ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ კირბალთან, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური, სოფლის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს. დღეს დილით, გინტური, სოფელ კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. ეკლესიაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები და თანასოფლელები იმყოფებოდნენ. ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, ეპარქიის ეპისკოპოსმა ანდრიამ პანაშვიდს ჩაატარა, რის შემდეგაც, გინტური სოფელ კირბალის სასაფლაოზე დაკრძალეს. შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილის ძმის, ნიკოლოზ გინტურის განცხადებით, ოჯახს ერთადერთი მოთხოვნა აქვს, რომ დამნაშავე რუსი ოკუპანტები სათანადოდ დაისაჯონ.