ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი გრძელდება. სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან 35-ე დღეს ჩრდილოეთ ღაზაში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ღაზის ყველაზე დიდი, ალ-შიფას საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა. „ჰამასის“ მიერ მართულმა ჯანდაცვის სამინისტრომ ღაზაში განაცხადა, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაციები და სხვა სამედიცინო მომსახურება დროებით შეჩერებულია. მედიის ინფორმაციით, ახლა საავადმყოფოში არ არის წყალი, საკვები და ელექტროენერგია. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ალ-შიფას საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებაში სამი ბავშვი დაიღუპა მას შემდეგ, რაც საავადმყოფო იძულებული გახდა ფუნქციონირება შეეჩერებინა. მათივე თქმით, ამჟამად საავაყმოფოს ტერიტორიას 20 000-მდე ადამიანი აფარებს თავს. ბოლო მონაცემებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომს სულ მცირე 11 000 პალესტინელი და 1 200 ისრაელელი ემსხვერპლა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელის ხელისუფლებას ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდებს. BBC-ისთან ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი გმობს „ჰამასის“ ტერორისტულ ქმედებებს და იმის მიუხედავად, რომ აღიარებს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი.