რუსულმა ძალებმა კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროს სერგეი პოპკოს განცხადებით, გასული 52 დღის განმავლობაში ეს რუსული ძალების მიერ კიევზე თავდასხმის პირველი შემთხვევაა. მისივე თქმით, რაკეტებმა კიევამდე ვერ მიაღწია და უკრაინის საჰაერო ძალებმა ისინი ჰაერში ააფეთქეს. განადგურებული რაკეტების ნაწილები მინდორში ჩავარდა. აფეთქების ტალღამ ხუთი კერძო სახლი დააზიანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.