საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ქვეყნის პირველმა პირებმა სტრატეგიულ პარტნიორებთან არაერთ საკითხზე ისაუბრეს. მათ გზავნილებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც გამოეხმაურნენ. ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ეთანხმებიან და ამბობენ, რომ პრეზიდენტისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ რუსულ რიტორიკას აგრძელებს. „ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ ზურაბიშვილის განცხადებებს განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონია. მათივე თქმით, პრეზიდენტს ოპოზიციური გეგმები აქვს და მისი ვიზიტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.