ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საერთო ჯამში აქციებში მონაწილეობას 400-ზე მეტი ადამიანი იღებდა. აქტივისტებმა ერთმანეთს ბოთლები ესროლეს. სამართალდაცავებმა პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტი დააკავეს, რომელმაც კორდონი გაარღვია და კონტრაქციის მონაწილეებზე თავდასხმა სცადა. ვიქტორიის შტატის ხელისუფლება ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერებს ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს.