ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი გრძელდება. სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან 35-ე დღეს ჩრდილოეთ ღაზაში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. პალესტინური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქალაქ ღაზას რამდენიმე საავადმყოფოსთან ახლოს ჭურვები ჩამოვარდა. ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ისრაელს საავამყოფოებზე თავდასხმა არ სურს, თუმცა იძულებული გახდება ეს ნაბიჯი გადადგას, თუ „ჰამასი“ საავამყოფოებს ისრაელზე შეტევისთვის გამოყენებს. ბოლო მონაცემებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომს სულ მცირე 11 000 პალესტინელი და 1 200 ისრაელელი ემსხვერპლა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელის ხელისუფლებას ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდებს. BBC-ისთან ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი გმობს „ჰამასის“ ტერორისტულ ქმედებებს და იმის მიუხედავად, რომ აღიარებს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი.