სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე „ეუთო ოდირმა“ დასკვნა გამოაქვეყნა - რა წერია დასკვნაში - Palitra News

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე „ეუთო ოდირმა“ დასკვნა გამოაქვეყნა - რა წერია დასკვნაში

2023-11-11 14:32:50+04:00

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე „ეუთო ოდირმა“ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „კარვების კანონი" არ უნდა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირმა დასკვნის მომზადების დროს, კონსულტაციები გაიარა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან. გარდა ამისა, დასკვნაში ასევე უარყოფითადაა შეფასებული კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესიც.