ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინიციატივა, რომელიც პარტიაში ახალი საბჭოს შექმნას ითვალისწინებს, მორიგი დაპირისპირების მიზეზი ხდება. როგორც დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ნიკა მელიამ 8 თვის წინ, შიდა პარტიული არჩევებში დამარცხება ამ დრომდე „ვერ მოინელა“. მისივე შეფასებით, ნიკა მელია თავისი განცხადებებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორდება. მელიას ინიციატივას გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძეც. მისი თქმით, ახლა ყველა სწორი, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ფიქრია. ნიკა მელია გამოდის ინიციატივით, პარტიაში ნდობის უფლებამოსილი საბჭო შეიქმნას, რომელიც, მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო გახდება და პარიტეტულ საწყისებს დაეფუძნება.